LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო/ფოტო: „15 ივნისიდან, გელოდებით ამ ულამაზეს ხიდზე, გპირდებით უამრავ, ამაღელვებელ ემოციას“- უნიკალური მინის ხიდი წალკის კანიონზე იხსნება

634
286153415_548096496689646_7334364611705285862_n

წალკის (დაშბაშის) კანიონზე 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი და სხვადასხვა ატრაქციები, მათ შორის, რესტორანი და ზიპლაინი ვიზიტორებს 15 ივნისიდან უმასპინძლებს.

პროექტის განმახორციელებელი კომპანია Kass Land ოფიციალურ ვიდეორგოლს და ფოტომასალას ავრცელებს, სადაც იმ სანახაობას გვაჩვენებს, რაც ადგილზე მისულ ვიზიტორებს დახვდებათ.

არსებული ინფორმაციით, ადგილზე აშენდა ეკოტურისტული ბილიკები, ვიზიტორთა ცენტრი, მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე სასტუმრო, კოტეჯი, რესტორანი და სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყო.

„15 ივნისიდან, გელოდებით ამ ულამაზეს ხიდზე. გპირდებით უამრავ, ამაღელვებელ ემოციას და ახალ თავგადასავალს“, – აცხადებენ Kass Land-ში.

საქართველოში პირველად, კანიონზე 240 მეტრის სიმაღლეზე გადაჭიმული მინის ხიდი იხსნება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები