სტრესისგან გამოწვეული დეპრესია – ამ თემაზე ისაუბრა დიზაინერმა, თათა ვარდანაშვილმა გადაცემაში „პრაიმ შოუ“.
მისი თქმით, ერთადერთი მოვლენა, რამაც გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდო და დეპრესია დამართა, მამის გარდაცვალება იყო. დიზაინერი იხსენებს ცხოვრებუის ურთულეს პერიოდს და ჰყვება, რომ ფიზიკურად ქუჩაშიც კი არ გადიოდა. ემოციურ ინტერვიუში დიზაინერმა ასევე ისაუბრა დეპრესიისგან თავის დაღწევის გზაზეც. როგორც აღმოჩნდა დეპრესიის დაძლევაში მას, ხატვა დაეხმარა.
„უამრავი სტრესი მაქვს გადატანილი, მაგრამ ყველა სტრესს თავისი დადებითი და უარყოფითი შედეგი ჰქონდა. ამ სტრესთან გამკლავებაში ყოველთვის მეხმარებოდა ჩემი სულიერი მამა, მამა ღვთისო შალიკაშვილი.
ერთადერთი მოვლენა, რამაც გამოუვალ მდგომარეობაში ჩამაგდო და დეპრესია დამემართა, იყო მამის გარდაცვალება, ფიზიკურად ქუჩაშიც კი არ გამოვსულვარ. აღმოვჩნდი მარტო… – ამბობს თათა ვარდანაშვილი.
🗨️ მამის გარდაცვალების შემდეგ, 2 წლის განმავლობაში ქუჩაში არ გამოვსულვარ…🗨️ მამის გარდაცვალების შემდეგ, 2 წლის განმავლობაში ქუჩაში არ გამოვსულვარ… ◾ თათა ვარდანაშვილი – დიზაინერი
Posted by პრაიმშოუ • PrimeShow on ოთხშაბათი, 03 ივლისი, 2024