LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: განახლებული ბათუმის აეროპორტი ცეკვა „აჭარულით“ გაიხსნა

153
sss

განახლებული ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ვიზიტორების მოლოდინშია. აეროპორტის ოპერატორმა კომპანიამ TAV Georgia-მ აეროპორტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაასრულა და ეს ამბავი საზოგადოებას სოციალურ ქსელში ვიდეორგოლის გაზიარებით ამცნო.

„გელოდებით განახლებულ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში“, – წერს TAV Georgia და საზოგადოებას ბათუმის განახლებულ აეროპორტს ვიდერგოლის საშუალებით, ცეკვა „აჭარულის“ ფონზე ათვალიერებინებს.

აღსანიშნავია, რომ TAV Georgia-მ აეროპორტის გაფართოების პროექტის საერთო საინვესტიციო თანხა 17 მილიონ დოლარამდე გაზარდა. აეროპორტის განახლების ფარგლებში: შესრულდა კარკასული და გადახურვის სამუშაოები, ფასადის მოპირკეთების და ოფისებისთვის შიდა ტიხრების მოწყობის სამუშაოები, გაფართოვდა ბარგის დამუშავების ზონა; გაკეთდა ახალი საბარგო ლენტები და უსაფრთხოების ახალი სკანერების მონტაჟი; მოწესრიგდა მიწისქვედა კომუნიკაციები და სხვა…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g