ნიუ-იორკში ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა.
ვერტმფრენი ქალაქის ცენტრის მახლობლად, მდინარე ჰუდსონში ჩამოვარდა. კატასტროფის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
შემთხვევა 10 აპრილს მოხდა.
ნიუ-იორკის პოლიციის კომისარმა, ჯესიკა ტიშმა განაცხადა, რომ ჩამოვარდნის მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.
CNN-ის წყაროს ინფორმაციით, კატასტროფას კომპანია Siemens-ის ესპანეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი აგუსტინ ესკობარი და მისი ოჯახის წევრები ემსხვერპლნენ.

ABC News-ს ორმა ესპანელმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა, რომ ოჯახი ნიუ-იორკს ბარსელონიდან სტუმრობდა.

ვერტმფრენი New York Helicopters-ს ეკუთვნოდა, რომელიც ტურისტებისთვის უზრუნველყოფს ფრენებს ნიუ-იორკის თავზე.
BREAKING: Agustin Escobar, President and CEO of Siemens in Spain, along with his wife and three children, have been…
Posted by New York City Photos on ხუთშაბათი, 10 აპრილი, 2025