LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: Genesis ჩინურ ბაზარზე დრონების შოუთი შევიდა

46
genesis

სამხრეთკორეული პრემიუმ ბრენდი Genesis, რომელიც 2015 წელს Hyundai–მ შექმნა, როგორც იქნა ჩინეთამდე მივიდა. მსოფლიოში უდიდეს ბაზარზე გასვლა კომპანიამ გრანდიოზული დრონების შოუთი აღნიშნა.

შოუ შანხაიში გაიმართა და მასში მონაწილეობა 3 ათასზე მეტმა დრონმა მიიღო. მანათობელმა „მფრინავებმა“ ცაზე სხვადასხვა სამგზანზომილებიანი გამოსახულებები დახატეს. მათ შორის იყო Genesis საფირმო რადიატორის ბადე და ორი მოდელი, რომლითაც ბრენდი ჩინეთის დაპყრობას გეგმავს – G80 და GV80.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g