ამერიკულმა სადაზღვევო ინსტიტუტმა IIHS 2021 წლის სამოდელო წლის Genesis GV80–ის უსაფრთხოება შეამოწმა. კრაშ–ტესტების მსვლელობისას კორეულმა კროსოვერმა ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა, მსგავსი მიღწევა ბევრ მოდელს ნამდვილად არ აქვს.
მაქსიმალური ქულის დაწერა სპეციალისტებს როგორც წესი, ძალიან უჭირთ. ავტომწარმოებლები თავის მოდელებს ყველაზე ახალი და გამორჩეული უსაფრთხოების სისტემებით ავსებენ, თუმცა ცდების დროს ინჟინრები მინუსებს მაინც პოულობენ ხოლმე. თუმცა, როგორც ჩანს, Genesis GV80–ის შემქმნელებმა ამ დავალებას თავი არაჩვეულებრივად გაართვეს.
მოდელმა ყველა გამოცდაში მაქსიმალური შეფასება დაიმსახურა. კროსოვერმა 6 სხვადასხვა კრაშ–ტესტი გაიარა, იყო დაჯახება სხვადასხვა მხრიდან, განსხვავებული სიმაღლისა თუ სიმყარის ობიექტთან.
Genesis GV80 ათობით უსაფრთხოების ბალიშითაა დაკომპლექტებული და ისინი მძღოლსა თუ მგზავრებს მართლაც იდეალურად იცავენ.