გერმანელმა ბლოგერმა მიშა შადურინმა მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე რთული მაგისტრალი, ნიურბურგრინგი ძველი ნივით დალაშქრა და შემდეგ თავისი შთაბეჭდილებები აუდიტორიას გაუზიარა. ლეგენდარული ტრასის დასაპყრობად ჩვეულებირი laDA 4×4, 1,7 ატმოსფერული ძრავით გამოიყენეს.
ავტობლოგერს ნიურბურგრინგი იმდენად უყვარს, რომ ფაქტობრივად ბოლო 6 წელი იქ ცხოვრობს. მიშა ყოველ წელს ტრასას 1000–ჯერ მაინც გადის და რთული ავტოდრომი დეტალურად აქვს შესწავლილი, როგორც ის ამბობს მისი გავლა უკვე დახუჭული თვალებითაც კი შეუძლია.
რაც შეეხება „ნივას“ ბლოგერმა ის ყველაზე ნელ ავტომობილად შერაცხა. მანქანას 21 კილომეტრიანი ტრასის გასავლელად 15 წუთი დასჭირდა და მისი მაქსიმალური სიჩქარე 120 კმ/სთ იყო.
ვიდეორგოლი საკმაოდ საინტერესო გამოვიდა, კადრში კარგად ჩანს თუ რა სისწრაფით დადიან სხვა ავტომობილები, მაშინ როცა „ნივა“ ცოტა არ იყოს, მიღოღავს. აღსანიშნავია, რომ ნიურბურგრინგზე დაბალი სიჩქარით გადაადგილება საშიში ნამდვილად არ არის, რადგან გასწრება მხოლოდ მარცხენა მხრიდან ხდება.