მომღერალი ნუცა თოფურია, მსახიობი თედო ბექაური და ლეონორ როტესი „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ფინალისტები არიან. მანამ, სანამ გამარჯვებულის ვინაობა გაირკვევა ისინი „ჩვენ ოჯახს“ სტუმრობდნენ, სადაც პროექტზე და მათ მოლოდინებზე ისაუბრეს.
ნუცა თოფურიას იმედი აქვს, რომ „ღირსეული გაიმარჯვებს“. თედო ბექაურის თქმით, ყოველთვის ცდილობდა პროექტში საკუთარი მაქსიმუმი ეჩვენებინა.
„რომ გავვარდნილიყავი პროექტიდან იმას ვიფიქრებდი, რომ ჩემი მაქსიმუმი დავდე მეთქი. ამის ფიქრში კი უკვე ფინალში მოვედი. პირველივე ტურის შემდეგ საზოგადოების ნაწილმა დაიწყო საუბრები „თქვენ ფინალში ხართ“, – აცხადებს თედო.
ლორენა როტესის განცხადებით კი ის თავიდანვე ელოდა პროექტს ფინალში მოხვედრას, რადგან მას საკუთარი თავის სჯერა.
„ცეკვავენ ვარსკვლავების“ ფინალისტები „ჩვენს ოჯახში“
დღეს ცეკვავენ ვარსკვლავების გრანდიოზული ფინალი გელოდებათ!?? პროექტის ფინალისტები სტუმრად „ჩვენს ოჯახში“? #ჩვენიოჯახი
Posted by ჩვენი ოჯახი on Sunday, January 14, 2024