LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ღმერთო ქართველებს ერთმანეთის სიყვარული გვასწავლე – ყოველთვის ამით ვიწყებ ლოცვას.. ერთმანეთის სიყვარულით ვერავინ მოგვერევა“ – მამა შალვა კეკელიას დარიგება ახალგაზრდებს

127
მამა შალვა კეკელია

eklesianews.ge Instagram-ზე გვიზიარებს ვიდეოს, სადაც მამა შალვა კეკელია ახალგაზრდებს რჩევა-დარიგებებს აძლევს, რომ უყვარდეთ ერთმანეთი და არ ჰქონდეთ ერთმანეთთან დაპირისპირება.

„ძალიან მიყვარხართ ბავშვებო. გიცნობთ, თუ არ გიცნობთ მნიშვნელობა არ აქვს. ჩემთვის ძალიან ძვირფასები ხართ ყველანი.

ღმერთო ქართველებს ერთმანეთი შეგვაყვარე, ქართველებს ერთმანეთის სიყვარული გვასწავლე. ყოველთვის ამით ვიწყებ ლოცვას. ჩვენ რომ ერთმანეთის სიყვარული გვასწავლა, დედამიწაზე ვერავინ მოგვერევა. ჩვენ ეშმაკი ერთმანეთთან დაპირისპირებით გვყოფს. ერთმანეთის სიყვარულით ჩვენ ვერავინ ვერასოდეს მოგვერევა. მართლმადიდებლობის გარეშე ჩვენ არაფერი არ ვართ“, -ამბობს მამა შალვა კეკელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები