LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ღვთისმშობლის ხატს ვსახავდი ლაშას, ძალიან რომ უჭირდა, დარწმუნებული ვიყავი, გაიმარჯვებდა… მე ვარ ბედნიერი მშობელი, რომ ღმერთმა მაჩუქა ისეთი შვილი – ლაშა ბექაურის მამა

330
ლაშა ბექაურის ოჯახი

„დიდება უფალს! ყველას მადლობას გიხდით – გულშემატკივარს, სრულიად საქართველოს, ემიგრანტებს“ – ამის შესახებ ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის მამა, გელა ბექაური საუბრობს.

ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის მამის, გელა ბექაურის კომენტარს პარიზიდან საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.

ოლიმპიური კომიტეტის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩემპიონის მამა ამბობს, რომ ბედნიერი მშობელია, რადგან მისმა შვილმა, საქართველოს სიხარული აჩუქა:

ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია

„ღვთისმშობლის ხატს ვსახავდი ლაშას, ძალიან რომ უჭირდა. დარწმუნებული ვიყავი, გაიმარჯვებდა. როგორც წინა ოლიმპიადაზე, ეჭვი არ შეგვპარვია, ტრავმის დროს რომ ოქროს მედალი იქნებოდა და ელემენტარული სხვა შანსი არ იყო, ისე იყო ახლაც. დიდება უფალს! ყველას მადლობას გიხდით – გულშემატკივარს, სრულიად საქართველოს, ემიგრანტებს, ყველას, გვიყვარხართ, ხალხო! მე ვარ ბედნიერი მშობელი, რომ ღმერთმა მაჩუქა ისეთი შვილი, რომელსაც სიხარული მოაქვს თავისი სამშობლოსთვის!“ – განაცხადა გელა ბექაურმა.

ცნობისთვის, ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია. მან ფინალში იაპონელი საშირო მურაო დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

ვიდეო: ლაშა ბექაურის ემოციები ტატამზე გასვლამდე – რა ვიდეოს აქვეყნებს სპორტსმენის შეყვარებული

ვიდეო: „სიგიჟეა, სიზმარში ვარ…წარმომიდგენია, ახლა საქართველოში რა ხდება“ – ლაშა ბექაურის პირველი კომენტარი

ვიდეო: ლაშა ბექაურს შეყვარებულმა გამარჯვება ემოციურად მიულოცა – რა კადრებს გვიზიარებს მარიამ ვეკუა

🔸️ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის მამის-გელა ბექაურის კომენტარი პარიზიდან.

Posted by საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი/Georgian National Olympic Committee on ოთხშაბათი, 31 ივლისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები