ნათია დევდარიანი მეუღლეს დათო ლონდარიძეს სოციალურ ქსელში დაბადების დღეს ემოციურად ულოცავს და ვიდეოს ავრცელებს.
ვიდეო: „იმღერე რამე“ ნათია დევდარიანმა და დათო ლონდარიძემ ხათუნა კოტრიკაძის პატივსაცემად შეასრულეს
15 თებერვალს ქართელი მსახიობი, ხათუნა კოტრიკაძე გარდაიცვალა. ყველას ახსოვს მისი შესრულება კინოფილმიდან „მხიარული რომანი“, როდესაც ის „იმღერე რამეს“ მღერის. „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში ცოლ-ქმარმა დათო ლონდარიძემ და ნათია დევდარიანმა მსახიობის ხსოვნის პატივსაცემად სწორედ ეს სიმღერა შეასრულა.
ვიდეოში ცოლ-ქმარი ერთად მღერის. როგორც მომღერალი სოციალურ ქსელში წერს, მისთვის მეუღლე ბედის საჩუქარია.
„გილოცავ ჩემო ერთადერთო და განუყოფელო, შენ ჩემი ბედის საჩუქარი ხარ“- წერს ნათია დევდარიანი.
„იხარეთ,იბედნიერეთჩვენ ძალიან გვახარებს თქვენი ჰანგები“ – წერენ სოციალურ ქსელის მომხმარებლები.
გილოცავ ჩემო განუყრელო იხარე და იბრწყინე♥️🥂☀️☀️Dato Londaridze🥂გილოცავ ჩემო ერთადერთო და განუყოფელო☺️ შენ ჩემი ბედის საჩუქარი ხარ♥️
Posted by Natia Devdariani on შაბათი, 16 ნოემბერი, 2024