მსახიობებს გიორგი მახარაძესა და მარიამ ნადირაძეს ახლახან შვილი შეეძინათ. თავიანთ ვაჟს ნიკა დაარქვეს. პატარას უსაყვარლეს ვიდეოებს ბედნიერი მამა სოციალურ ქსელში, კერძოდ, „ინსტაგრამზე“ აზიარებს.
შეგახსენებთ, რომ გიორგის პირველი ქორწინებიდან მომღერალ მარიამ როინიშვილთან ერთი ქალიშვილი ჰყავს, ელენე მახარაძე, რომელიც უნიჭიერესი გოგონაა, კარგად მღერის და ცეკვავს.
გიორგი მახარაძე და მარიამ ნადირაძე ერთად რამდენიმე წელია, რაც ცხოვრობენ. წყვილისთვის ნიკა პირველი შვილია.