ჯაზ-მომღერალი, გიული ჩოხელი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და მოუწოდებს გადადგეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ამბობს, რომ თავად გააგზავნის წერილს და მის ტრიბუნალს მოითხოვს.
როგორც ჯაზ-მომღერალმა გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა, თუ ბიძინა ივანიშვილი დროულად არ გადადგება, ცხოვრებას ცუდად დაამთავრებს.
„რამდენიმე დღეს გაძლევ, შენ ხარ თავი და თავი ამ უბედურების, გადადექი ვიდრე დროა. ცხოვრებას ცუდად დაამთავრებ, ჩაგსვამენ შენს აკვარიუმში და იქიდან ვეღარ გამოხვალ “, – ამბობს ჩოხელი და დასძენს:
„ლოგინად ჩამაგდეთ, ვეღარ დავდივარ, ფეხები წამერთვა ტკივილისგან და დარდისგან – რას გვერჩით”.