საბერძნეთთან ისტორიული გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის მეუღლე ელენე ეპიტაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს.
ვიდეო ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვებიდან რამდენიმე წუთში, „დინამო არენას“ მიმდებარე ტერიტორიაზეა გადაღებული – კადრებში ჩანს, როგორ ულოცავს გამარჯვებას გიორგი მამარდაშვილს მეუღლე.
„საამაყო ადამიანი, რომლის წყალობითაც დღეს ისტორია დაიწერა“, „მადლობა, სიხარულის ცრემლებისთვის“, „დღევანდელი დღის გმირი“ – წერენ ვიდეოს კომენტარებში სოციალური ქსელის მომხმარებლები.
შეგახსენებთ, ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს – ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს პენალტების სერიაში 4:2 სძლია და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.
საქართველოს ნაკრები რესპუბლიკის მოედანზე გამარჯვებას გულშემატკივართან ერთად ზეიმობს