კურორტზე “გოდერძი” სხვა სამთო-სათხილამურო კურორტების მსგავსად, სტუმრებს საბაგიროებით სარგებლობა უკვე შეუძლიათ. რეგულაციების მიხედვით, გონდოლებში ერთდროულად მხოლოდ 3 პერსონის დაშვებაა შესაძლებელი. ამ ეტაპზე, კურორტზე ბაბლისა და გონდოლას ტიპის საბაგიროები ფუნქციონირებს.
რაც შეეხება განთავსების ობიექტებს, სასტუმროებმა კურორტზე ფუნქციონირება 25 თებერვლიდან განაახლეს. ამჟამად, გოდერძიზე სტუმრებს 3 სასტუმრო და რამდენიმე კოტეჯი იღებს, მათ შორისაა: ახლადგახსნილი სასტუმრო „ამბასადორი გოდერძი”, რომელშიც რესტორანი, ღამის კლუბი და აუზი ფუნქციონირებს.