LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: Google-მა ახალი სმარტფონები წარადგინა

81
e7e44edc-7-0-0-0

კომპანია Google-მა მომხმარებლებს ახალი მოწყობილობები წარუდგინა. მათ შორია, სმარტფონები Pixel 5 და Pixel 4A 5G, სმარტ სპიკერი Nest Audio და ციფრული მედია ფლეიერი Chromecast.

მომხმარებელი ყველაზე მეტად სმარტფნს ელოდა, Pixel 5 ეკრანის ზომა 6 დუიმია და რაც მთავარია ის  წყალგამძლეა. მისი პროცესორი კი Snapdragon 765G არის აღჭურვილი და 5G მხარდაჭერით სარგებლობს. მოდელის შიდა მეხსიერება 128GB, ოპერატიული მეხსიერება 8GB, ელემენტის ტევადობა კი 4080 mAh-ია. მას 12.2 და 16-მეგაპიქსელიანი უკანა კამერები და 8-მეგაპიქსელიანი სელფის კამერა აქვს.

აღსანიშნავია, რომ შავ და მწვანე ფერებში გადაწყვეტილი Pixel 5-ის შეძენა მსურველებს ავსტრალიაში, კანადაში, დიდ ბრიტანეთში, იაპონიაში, ირლანდიაში, გერმანიაში, საფრანგეთსა და ტაივანში 15 ოქტომბრიდან 699 აშშ დოლარად შეეძლებათ, 29 ოქტომბერიდან კი ამ ჩამონათვალს ამერიკის შეერთებული შტატებიც შეუერთდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები