LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: გრიშა ონიანმა ირაკლი ჩხვირკიას საშაქრე ესროლა – ცხარე დაპირისპირება პირდაპირ ეთერში

618
Untitled design - 2022-03-17T113827.165

„ჯორჯიან თაიმსის“ გადაცემაში „ჩაი“ სტუმრებს შორის ცხარე კამათი გაიმართა. ორგანიზაცია „სტალინელის“ თავმჯდომარემ გრიშა ონიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ ერთ წევრს  ირაკლი ჩხვირკიას საშაქრე ესროლა.

გრიშა ონიანის გაბრაზება აფხაზეთისა და ოსეთის დაკარგვის თემას მოჰყვა.

კამათის დასაწყისში გრიშა ონიანმა კითხვით მიმართა ირაკლი ჩხირკვიას:

„გინდა ახლა ყველაფერს ავხადო ფარდა“?

ირაკლი ჩხვირკია:

„ახადე, რა უნდა ახადო? ახდილები ხართ, ჩახდილები ხართ და გადახდილები ხართ ყველანაირად. რუსეთუმეები ხართ თავიდან ბოლომდე“.

გრიშა ონიანი:

„რუსეთუმეებს რომ ეძახი, ხომ წაგართვეს აფხაზეთი, ხომ წაგართვეს ოსეთი“.

ირაკლი ჩხვირკია:

„თქვენისთანების გამო წამართვეს“.

ამ რეპლიკას გრიშა ონიანის გაბრაზება მოჰყვა და მან ირაკლის საშაქრე ესროლა, რომელიც სტუდიის მაგიდაზე იდგა.

გრიშა ონიანის საქციელს ირაკლიმ ღიმილით და ტაშის დაკვრით უპასუხა.

ირაკლი ჩხვირკია:

„გეწყინათ იმიტომ, რომ სიმართლე გაიგეთ. ხომ ხართ ღირსი, რომ პასუხი დაგიბრუნოთ“.

გრიშა ონიანი:

„მე დამიბრუნებ პასუხს? დამიბრუნე, ხომ გამოხვალ გარეთ და დამიბრუნე პასუხი.“

ირაკლი:

„არავითარი პასუხი, არც გარეთ. არც შიგნით. თქვენ უკვე ისეთ მდგომარეობაში ხართ, რომ მე კარგად ვარ“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები