გუგა კოტეტიშვილი წინაპრების სახლში, სოფელ გუდალეთში დაბრუნდა და იქ ცხოვრობს.
„ამ ჭიშკრის აქეთ არის გუდალეთი, ჩემი არტ სტუდია, საცხოვრებელი და ყველაფერი, რაც გამაჩნია“, ამბობს ცნობილი ხელოვანი „რუსთავი 2“-თან საუბრისას.
„ბავშობიდან მინდოდა და ჩემი ძმა სულ მაშაყირებდა, როცა პატარა ვიყავი და სულ ვამბობდი, რომ მინდოდა მთაში მეცხოვრა. შენ რა ბებერი ფილოსოფოსივით ლაპარაკობო. ახლა, როცა ქალაქი ასეთი აუტანელია და სიმშვიდე შენთვის მნიშვნელოვანია, იდეალური ადგილია იმისთვის, რომ აქ იყო…“, დასძენს გუგა კოტეტიშვილი.