მსახიობი გივი სიხარულიძე გადაცემა „პრაიმ შოუს“ სტუმარია, რომლის ეთერშიც ასაკის შესახებ საუბრობს.
მისი თქმით, არსებობს ბიოლოგიური პასპორტი, რომელიც მხოლოდ ღმერთის ხელშია.
„ადამიანს აქვს ორი პასპორტი, ერთია, რასაც სასტუმროში მისვლისას აძლევ, მეორე როცა დაგიჭერენ, პოლიციაში პასპორტი უნდა დატოვო და შეგაგდებენ კამერაში. არსებობს ბიოლოგიური პასპორტი, რომელიც მხოლოდ ღმერთის ხელშია, მე ამით ვცხოვრობ და არა სხვა პასპორტით.
გუშინ გამომეცხადა ანგელოზი, მითხრა, აუწყე მთელს მსოფლიოს, რომ შენ ბიოლოგიური პასპორტით 21 წლის ხარო! ვუთხარი, ალბათ ჭკუით რომ ვერ ვარ – მაგიტომ მეთქი და არაო. ყოველ დილას, 8 საათზე კუს ტბაზე დავდივარ“, – ამბობს გივი სიხარულიძე.