კოკა კოლამ და საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა თანამშრომლობის 96-ე წლისთავზე, 2024 წლის ოლიმპიური თამაშების სიმღერა წარადგინა. კომპოზიციას, რომლის ავტორი OneRepublic-ის ვოკალისტი – რაიან ტედერი და Anderson .Paak-ია, Hello World ჰქვია. გვენ სტეფანი მას ამ უკანასკნელთან ერთად ასრულებს.
სიმღერის კლიპში, არტისტები ოლიმპიური რგოლების წინ ცეკვავენ. ვიდეოში, სპორტის სხვადასხვა სახეობის კადრებსაც ვხედავთ.
სიმღერასა და მუსიკალურ რგოლს თამაშების მიმდინარეობისას, მარკეტინგისა და კომუნიკაციის პროგრამებში გამოიყენებენ.
ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 11 აგვისტომდე გაგრძელდება.