LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „გვინდოდა გვემღერა იმაზე, რომ ცუდს თუ გააკეთებ, ისევ შენ დაგიბრუნდება“ – გიორგი თორაძის სიმღერის პრემიერა „ფორტუნას“ ეთერში და აღფრთოვანებული მსმენელი

312
Untitled design (3)

მომღერალ გიორგი თორაძეს რადიო „ფორტუნას“ ეთერში სიმღერის „კარმა“ პრემიერა ჰქონდა და პირდაპირ ეთერში ისაუბრა ინსპირაციაზე, შექმნის პროცესსა და სამომავლო გეგმებზე.

როგორც გიორგიმ თქვა, სურვილი ჰქონდა, რომ დღეს ქართულ შოუბიზნესში არსებული სიმღერებისგან განსხვავებული თემატიკის პროდუქტი შეექმნა და საბოლოოდ, სიმღერა კარმაზე შეიქმნა, რადგან კიდევ ერთხელ ყველასთვის გასაგები იყოს მარტივი ჭეშმარიტება, რომ ყველა ადამიანს ის დაუბრუნდება უკან, რაც სხვისთვის სურს.

„ერთ დღეს მეგობართან ერთად ვიჯექი და ვსაუბრობდით ქართულ შოუბიზნესში „ტრეკებს“ და მათ თემატიკას. მივხვდით, რომ გვინდოდა რაღაც ისეთი შეგვექმნა, რაც მართლა ჩვენია. შესაბამისად, აქედან წამოვიდა იდეა, რომ არ გვემღერა სიყვარულზე და ისეთ თემებზე, რაზეც ძალიან ბევრი სიმღერა უკვე არსებობს. შევქმენით სიმღერა „კარმაზე“, რადგან კარმა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი ვიზუალური მახასიათებლებიდან გამომდინარე, რამდენიმე ისეთ კომენტარსაც წაიკითხავდა ყველა.. რაც ძალიან გვაწუხებდა და გვინდოდა გვემღერა იმაზე, რომ ცუდს თუ გააკეთებ, ისევ შენ დაგიბრუნდება“, – თქვა გიორგიმ „ფორტუნას“ ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები