LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ჰიპერქარი Mercedes- AMG ცდების დროს შუა გზაზე გაჩერდა

38
benznews45

ჰიპერქარი Mercedes-AMG One, რომელიც სარბოლო ბოლიდის ძრავითაა აღჭურვილი, ჩქაროსნული ტესტების დროს ტექნიკურად გაუმართავი აღმოჩნდა.

პირველი მცდელობა წარმატებული იყო, CarSpyMedia–ს მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, რომ თუ როგორ გადის პროტოტიპი მოსახვევებს საკმაოდ დიდი სიჩქარით. თუმცა, მეორე ტესტის დროს ავტომობილის ძრავა უბრალოდ ჩაქვრა, თანაც ტრასაზე გამოსვლისთანავე. მცირე პაუზის შემდეგ პილოტმა აგრეგატი თავიდან აამუშავა.

Mercedes-AMG One მოძრაობაში ისეთივე ძრავს მოჰყავს, როგორიც ფორმულა 1–ის ბოლიდს, F1 W07 Hybrid–ს აქვს. ტექნიკური შიგთავსი 1,6 ლიტრის მოცულობის ბენზინის V6-ითა და 4 ელექტროძრავისგან შედგება. აგრეგატის საერთო სიმძლავრე 1000 ცხენის ძალაა.

ჰიპერქარის მაქსიმალური სიჩქარე 355 კმ/სთ–მდეა შეზღუდული, 0–დან 200 კმ–ს კი მოდელი 6 წამზე ნაკლებ დროში ავითარებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g