LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ია ჩანტლაძემ სერგი გვარჯალაძის Artificial Love ახლებურად ააჟღერა – როგორია მომღერლის ახალი სასცენო სახელი

181
ია ჩანტლაძე

მომღერალი ია ჩანტლაძე, დიდხნიანი პაუზის შემდეგ, საყვარელ საქმიანობას დაუბრუნდა, ხმის ჩამწერ სტუდიაში შევიდა და როგორც თავად ამბობს, თავისი ერთ-ერთი სურვილი აიხდინა, როდესაც სერგი გვარჯალაძის ჰიტი Artificial love ახლებურად ააჟღერა.

მან ახლახან „იუთუბზე“ სიმღერაზე გადაღებული შავ-თეთრი ვიდეორგოლიც გაგვიზიარა.

„მეგობრებო, ესეც ჩემი ახალი სიმღერა და კლიპი.

დიდი ხანია მინდოდა სერგი გვარჯალაძის ამ სიმღერის ჩემებური ვერსიის შექმნა და აი ისიც…

უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ ვერსიაში, მუსიკოსებს : ლევან დეისაძეს, ლუკა თოფურიას, ზაზა ცერცვაძეს, სანო სტუდიას აუდიოსთვის, მერაბ სანოძეს…

თენგო გიორბელიძეს და გიორგი გერმანიშვილს ვიდეოსთვის, მარიამ ხუციშვილს – ვიზაჟისთვის!

უღრმესი მადლობა ჩემს საყვარელ ხალხს, ვისი წვლილიც შეუფასებელია ჩემი მოტივაციის ამაღლებაში და გვერდით დგომაში.

იმედია, ისე შეიყვარებთ ამ სიმღერასაც, როგორც ჩემი სხვა სიმღერები შეიყვარეთ.

მოუთმენლად ველოდები თქვენ შეფასებებს,

დღეიდან სასცენო სახელით, თქვენი Ia…„

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები