მსახიობმა და ტელეწამყვანმა, ია ფარულავამ ახლახან საკუთარი ვაქცინაციის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. როგორც ია აღნიშნავს, მან არჩევანი „ფაიზერზე“ შეაჩერა. „აიცერი, საქართველო, აიცერი „ფაიზერით“, – აღნიშნა მან მოკლე მოწოდებაში.
ია ვიდეოში აღნიშნავს, რომ ჯერ ნახავს, როგორ გამოიყურება და შემდეგ განათავსებს ვიდეორგოლს სოციალურ ქსელში. როგორც ჩანს, ის აცრის პროცესით კმაყოფილი დარჩა და შედეგი სოცქსელის გამომწერებს გაუზიარა.
