ინდოეთში, ქალაქ დელიში თვითმფრინავი ტრანსპორტირებისას ხიდის ქვეშ გაიჭედა.
BBC–ის ინფორმაციით, თვითმფრინავი წარსულში Air India–ს ეკუთვნოდა, ცოტა ხნის წინ კი ის ჩამოწერეს და გაყიდეს. ხიდის ქვეშ ლაინერი სწორედ ტრანსპორტირების დროს მოხვდა.
ავიაგადამზიდმა შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადება უკვე გაავრცელა. კომპანიამ ინციდენტთან ყოველგვარი კავშირი გამორიცხა, რადგან ლაინერი მის საკუთრებაში უკვე აღარ არის.
თვითმფრინავის ფლობას დელის აეროპორტიც უარყოფს და შემთხვევას მძღოლის შეცდომას მიაწერს.
ამასობაში კი ვიდეო ინტერნეტში მოხვდა და ათასობით ნახვა დააგროვა.