ირაკლი ნოზაძე მეუღლესთან, ია დუდაშვილთან ერთად „ჯორჯიან ტაიმსის“ ეთერში საკუთარ ოჯახზე საუბრობს.
ირაკლი:
„ამ ბოლო დროს ძალიან გავაუბრალოეთ ცოლ-ქმრული თემა. როგორც კი შეუღლდებიან, თითქოს მერე ყველაფერი ქრება, იმ ლამაზ ფერებს კარგავს. ასე არ შეიძლება. შეყვარებულობის პერიოდში ყვავილებია, ყურადღებაა, შემდეგ თითქოს აღარ…
ჩვენ ორივე ვართ ერთ მხარეს ბავშვებთან ურთიერთობაში. თუ შენიშვნა მიიღო ერთი მშობლისგან, მეორეც იმავე პოზიციაზეა. ამით ძალიან კარგად იგებს ბავშვი, რომ ასე მოქცევა არ შეიძლება….“