LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ნოზაძის მეუღლე: „მორჯულებას არ ვიტყოდი. უბრალოდ, თავიდან, როცა არ ვიცოდი ირაკლის ხასიათი, ბევრს ვეჭვიანობდი, თავისუფლებას ვუზღუდავდი…“

475
ia-dudashvili

ჯგუფ ,,ქუჩის ბიჭის” წევრის, პიკასოს, იგივე ირაკლი ნოზაძის, ცხოვრება ყოველთვის ხმაურიანი და სკანდალური იყო. 5 წლის წინ მან მესამედ დაქორწინდა. მისი ცოლი ია დუდაშვილია, რომელთანაც ორი შვილი ჰყავს – ინტერნეტსივრცეში ცნობილი ნიაკო და დანიელი.

წყვილმა ბევრი სირთულე და კრიზისი გამოიარა. ისინი ერთმანეთს რამდენჯერმე გაშორდნენ. მიუხედავად ამისა, ია ,,სარკესთან” ამბობს, რომ დღეს მათ  ჰარმონიული ოჯახი აქვთ.

– ია, მოდით, თვალი გადავავლოთ თქვენი და პიკასოს ოჯახურ ცხოვრებას. ბევრი რთული პერიოდი მოიტოვეთ უკან, ბევრჯერ იყავით დაშლის პირას. როგორ დაძლიეთ სირთულეები?

– ჩვენს ურთიერთობაში ყველაზე უპრობლემო იყო შეყვარებულობის დრო. ერთ წელში დავქორწინდით და შემდეგ დაიწყო სირთულეები და სერიოზული კრიზისი. ხან ერთად ვიყავით, ხან არ ვიყავით, ხან ვჩხუბობდით, ხან ვრიგდებოდით.გვქონდა პერიოდი, როცა ვფიქრობდი, რომ ჩემს გზაზე უნდა წავსულიყავი. ვგრძნობდი, ირაკლი არ მიშვებდა და არ მაძლევდა საშუალებას, ჩვენს მომავალზე ხელი ჩამექნია და სწორედ ეს აღმოჩნდა ის მთავარი, რის გამოც ვიბრძოლეთ ბოლომდე. დღეს ძალიან მშვიდი ოჯახი გვაქვს.

– შეიძლება უხეშად ჟღერდეს, მაგრამ შეძელით ირაკლის მორჯულება, გახადეთ ის მეოჯახე? მას ხომ თქვენამდე ორი ქორწინება და რამდენიმე სასიყვარულო ისტორია ჰქონდა.

– მორჯულებას არ ვიტყოდი. უბრალოდ, თავიდან, როცა არ ვიცოდი ირაკლის ხასიათი, ბევრს ვეჭვიანობდი, თავისუფლებას ვუზღუდავდი. სხვებივით მეც ვთვლიდი, რომ, როცა მესამედ ქმნის ოჯახს ადამიანი, ის არ იქნება მეოჯახე. რეალურად აღმოჩნდა, რომ ჩემამდე ის კომფორტი ვერ იპოვა, რაც სჭირდებოდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები