„ქუჩის ბიჭების“ წევრის, ირაკლი ნოზაძის მეუღლე, ია დუდაშვილი ჟურნალ „თბილისელებს“ იმ იდილიის შესახებ ესაუბრება, რომელიც მეორე ნახევართან და ორ შვილთან ერთად აქვს და აღნიშნავს, რომ გულის სიღრმეში ირაკლი ნოზაძე მეოჯახე იყო, უბრალოდ, ვერავინ გამოიცნო, რა უნდოდა მას.
ია დუდაშვილი:
„ამის გასააზრებლად მეც ძალიან დიდი გამოცდილება დამჭირდა. როგორც აღმოჩნდა, ჩვენს ურთიერთობაში რომ კონფლიქტები დაიწყო, ძალიან გამოუცდელი ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემამდე ორი ოჯახი ჰყავდა, ალბათ, ირაკლიც გამოუცდელი იყო. ზოგადად, მგონია, რომ ქალზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული. მე რომ არ მომენდომებინა, არ გამოვიდოდა. დაშორებულები რომ ვიყავით, ირაკლი ბოლომდე არ მიშვებდა, მაგრამ ქალის მონდომებაზე ბევრია დამოკიდებული. რჩევებსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ საბოლოო ჯამში, თვითონ უნდა გაიაზრო, რა არის შენთვის მნიშვნელოვანი…“