კითხვაზე, აღმოუჩენია თუ არა, რომ დაბადების დღეზე დასაპატიჟებელი მეგობრები აღარ შემორჩა, ირუ ხეჩანოვმა „სიცრუის დეტექტორში“ დადებითად უპასუხა:
„ისე მოხდა ჩემს ცხოვრებაში, რომ არ მყავს ძალიან ბევრი მეგობარი. არ გამიმართლა… ადამიანებზე გადაყოლა ვიცი. თუ ჩავთვალე, რომ ჩემს ცხოვრებაში უნდა იყო, ძალიან ვეცდები და ვიბრძოლებ ამისთვის. არასდროს არ მეცალა, ექსკურსიებზე და დაბადების დღეებზეც ვერ მივდიოდი, ალბათ, რამდენიმეს მოჰბეზრდა კიდეც ამდენი უარი…“