LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ის საუკეთესოა! „უოტფორდის“ ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია“ – გიორგი ჩაკვეტაძის ინგლისური ცხოვრება

130
გიორგი ჩაკვეტაძე

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და ინგლისის „უოტფორდის“ წევრს, გიორგი ჩაკვეტაძეს ქართული სპორტული გამოცემა Geo Team ლონდონში, სახლში ესტუმრა.

გამოცემამ ფეხბურთელთან ერთი დღე გაატარა და მის შესახებ საინტერესო გადაცემაც მოამზადა – როგორია გიორგი ჩაკვეტაძის ერთი დღე სახლსა თუ ბაზაზე, რა წიგნს კითხულობს ამჟამად ფეხბურთელი და როგორ ახასიათებენ მას ინგლისელი გულშემატკივრები.

„ის ამჟამად „უოტფორდის“ ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, ის ამ სეზონში ჩვენთვის საუკეთესოა“ – აღნიშნავენ ინგლისელი გულშემატკივრები Geo Team-თან საუბარში.

უცებ აღმოაჩენ, რომ ჩაკვეს საერთოდ არ იცნობდი 😜 ბიჭი, რომელიც უოტფორდში ძალიან უყვართ 😍 სრული VIDEO ➡️ https://youtu.be/-5_oGYTCZ64

Posted by Geo Team on სამშაბათი, 01 ოქტომბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები