LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ისე მოხდა, რომ კარგი ბიჭი ჩაიგდო ხელში” – როგორ გაიცნეს ერთმანეთი ლაშა ტალახაძემ და ანა დემურიამ

256
BeFunky-collage - 2023-03-13T233310.662

მსოფლიო ჩემპიონი ლაშა ტალახაძე და მისი მეუღლე, ანა დემურია გადაცემის „მხოლოდ ლელასთან” სტუმრები არიან.

წყვილი თავიანთ გაცნობის ისტორიას იხსენებს და ერთმანეთის დადებით თვისებებზე საუბრობს.

„ჩვენი ურთიერთობა ძალიან კარგად აეწყო. ერთმანეთს ველოდებოდით. ლაშა მიცნობდა, მაგრამ მე ამ სპორტის შესახებ ბევრი არ ვიცოდი. უკვე იყო ერთგზის ოლიმპიური ჩემპიონი, მაგრამ გარკვეული არ ვიყავი. შემდეგ ბათუმში შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს, პირადად რომ გავიცანი მეც გავაქტიურდი და საბოლოოდ შევქმენით ოჯახი. ლაშა ძალიან კომფორტული ადამიანია, ზედმეტად ყურადღებიანი, ყველაზე ზრუნავს. საყვარელი ადამიანისთვის იმაზე მეტს აკეთებს ვიდრე ევალება. იდეალური მეორე ნახევარია”, – საუბრობს ანა დემურია.

ლაშა ტალახაძემ აღნიშნა, რომ ოჯახის შექმნა მისი დიდი სურვილი იყო.

„ვერ ვიტყვი, რომ რთული გზა გავიარეთ. ბათუმში შევხვდით ერთმანეთს, მანამდე ინტერნეტ სივრცეში ვიცნობდი. ნახვის შემდეგ გავაქტიურდი და ანის მხრიდანაც იყო კომუნიკაცია. შემდეგ ისე მოხდა, რომ კარგი ბიჭი ჩაიგდო ხელში. ეს ხუმრობით. ჩემი დიდი სურვილი იყო, რომ მქონოდა ოჯახი და მყოლოდა შვილები. გამიმართლა ამ ყველაფერში”, – ამბობს ლაშა ტალახაძე.

ლაშა ტალახაძე მესამე შვილის მამა გახდა: „კიდევ ერთი დიდი ტალახაძე მოევლინა ქვეყანას“

რა დაარქვეს მესამე ქალიშვილს ლაშა ტალახაძემ და ანუკა დემურიამ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები