მოდელმა, მომღერალმა და ტელეწამყვანმა, თიკა ფაცაციამ 18 ოქტომბერს 44 წლის იუბილე იზეიმა.
ამავე დღეს თიკა ფაცაციას საიუბილეო წვეულებაზე აღნიშნეს თიკას დედის, მანანა ფაცაციას დაბადების დღეს, რომელიც 19 ოქტომბერს არის დაბადებული.
თიკა ფაცაციამ დაბადების დღე ოჯახისა და მეგობრების გარემოცვაში მხიარულად აღნიშნა. წვეულების საღამოს იუბილარმა მეგობრებთან ერთად შეასრულა არაერთი სიმღერა, რომლის კადრებიც მან საკუთარ გამომწერებს სოციალურ ქსელში გაუზიარა. ამასთან, თიკამ შეუდარებლად იცეკვა „საზანა ლორკე“ ცნობილი სპექტაკლიდან „ეზოში ავი ძაღლია“.