სულ ცოტა ხნის წინ, „იუთუბმა“ „ტიკ ტოკის“ ანალოგი დააანონსა. რამდენიმე დღეში ახალი პლათფორმა შეიქმნება, სადაც მოკლე ვიდეოები აიტვირთება. 15 წამიან ვიდეოებზე მუსიკის დადებაც გახდება შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ ტესტირების რეჟიმი ჯერ მხოლოდ ინდოეთში მიმდინარეობს. სერვისის გამოყენებას ანდროიდის ოპერატიული სისტემის მქონე ტელეფონების მფლობელები შეძლებენ, თუმცა სამომავლოდ, ის iOS-ის ტელეფონებზეც გახდება ხელმისაწვდომი.
ამის შესახებ ინფორმაცია „იუთუბმა“ „ტვიტერის“ საშუალოებით გაავრცელა.
This week in India we’re launching an early beta of YouTube Shorts, a new way to discover, watch and create short, vertical videos on the YouTube app.
Even if you don't live in India, you can still upload your short videos today. Learn more → https://t.co/6VySxIwMB9 pic.twitter.com/M0jXHoJkki
— YouTube Creators (@YouTubeCreators) September 14, 2020
შეგახსენებთ, ივნისის ბოლოს, ინდოეთის ხელისუფლებამ „ტიკ ტოკი“ და ათობით სხვა ჩინური პროგრამა აკრძალა. მათი აზრით, აღნიშნული სერვისები ქვეყნის სუვერენიტეტსა და ერთიანობას უქმნის საფრთხეებს.