LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „იყო შემთხვევა, როდესაც მძიმე გადაწყვეტილების მიღება მომიწია” – ნინო ზაუტაშვილის პირველი სიყვარულის ისტორია და მარტოხელა დედობის გამოწვევები

236
BeFunky-collage - 2023-03-14T234941.650

ცნობილი ჟურნალისტი ნინო ზაუტაშვილი გადაცემაში “სთორი” პირველი სიყვარულის ისტორიაზე და მარტოხელა დედობის გამოწვევებზე საუბრობს.

„ჩემი პირველი სიყვარული ბაღელი ბიჭი იყო, რომელიც იმდენად მიყვარდა, რომ ყოველდღე მისთვის ჯიბით კანფეტები დამქონდა. ეს ხუმრობით. ჩემი პირველი სიყვარულის ისტორია, ჩემი შვილების მამას, კახას უკავშირდება, რომელიც სამწუხაროდ აღარ არის ცოცხალი და ბოლოს ერთადაც აღარ ვიყავით.

როდესაც რაღაც მთავრდება და გადადის სხვა განზომილებაში, ის ეტაპი უნდა შეინარჩუნო. არ უნდა ეცადო პროცესების გაჩერება და ოჯახის შენარჩუნება. შვილების აღზრდაში მამაჩემმა მიიღო დიდწილად მონაწილეობა და ეს ძალიან დამეხმარა, რადგან ის ძალიან კარგი აღმზრდელი იყო. ბაბუა კიდევ უკეთესი. შვილიშვილები არანორმალურად უყვარდა. კახას მშობლებიც ძალიან მეხმარებოდნენ.

იყო შემთხვევა, როდესაც მძიმე გადაწყვეტილების მიღება მომიწია. არ ვიცი, შეიძლება ჩემს შვილს, გიორგის ეწყინოს, რომ მოვყვე. შემდეგ, გიორგიმ თვითონ მითხრა, რომ ამ გადაწყვეტილების არ მიღების შემთხვევაში, მისი ცხოვრება შესაძლოა რადიკალურად სხვანაირი ყოფილიყო. იმ პერიოდში ჩემი დანახვა არ უნდოდა და ძალიან მძიმე ურთიერთობა გვქონდა. დღეს, როდესაც თვითონაც შვილები ჰყავს, მეუბნება, რომ სწორედ მოვიქეცი”, – საუბრობს ნინო ზაუტაშვილი.

ნინო ზაუტაშვილი ჯანმრთელობის მძიმე პრობლემას გაუმკლავდა: „ერთ კვირაში 17 კილოგრამი დავიკელი… გადაადგილება მიჭირდა“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები