LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: Jaguar–ის მძღოლს მაგარი ვიდეოს გადაღება უნდოდა და გუბეში გაიჭედა

77
jaguar2021

Jaguar F-Pace–ის მძღოლმა გადაწყვიტა, რომ ეფექტური ვიდეო გადაეღო, ამიტომ ღრმა გუბეში გაიარა. თუმცა, მისმა გეგმამ არ გაამართლა, კროსოვერის ძრავი ჩაქვრა და ავტომობილი წყლიდან ვეღარ გადიოდა. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მან ხმელეთზე გამოსვლა შეძლო, თუმცა ეს ტრუკი საბედისწერო აღმოჩნდა, Jaguar–ის აგრეგატმა გამოუსწორებელი ზიანი მიიღო.

Jaguar–ის წარუმატებული მსვლელობის შესახებ ვიდეო Youtube–ზე გავრცელდა. სავარაუდოდ, მძღოლმა ვერ გათვალა რომ გუბე ასეთი ღრმა იქნებოდა ან ფიქრობდა რომ მაღალი სიჩქარით მას უპრობლემოდ გაივლიდა. შედეგად F-Pace სანახევროდ წყლით დაიფარა და იქიდან გამოსვლა ვეღარ შეძლო.

მძღოლმა ძრავის ამუშავება რამდენჯერმე სცადა, თუმცა უშედეგოდ. ვიდეოს მიხევდით თუ ვიმსჯელებთ, კროსოვერს წყალში ზედმეტად დიდი დროის გატარება მოუხდა. ვიდეოს აღწერილობაში მითითებულია, რომ წარუმატებელი ტრუკის შედეგად ძრავმა ჰიდრო–დარტყმა მიიღო და რემონტს აღარ ექვემდებარება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g