კომპანია Jeep-მა გამოაქვეყნა მოკლე ვიდეო-რგოლი, რომელიც ყველგანმავალ Wrangler-ს ეძღვნება. ამ გზით ბრენდი ცდილობს რომ „ფორდის“ პრემიერა გადაფაროს და მთელი ყურადღება თავის სიახლეზე გადაიტანოს.
15 წამიან ვიდეოში ჰიბრიდული Jeep Wrangler ლამაზ სოფელში გადაადგილდება. ბუნება, ცხენები და დამსვენებლები კადრში ორგანულად იცვლება.
თიზერში მომავალი მოდელის შესახებ არანაირი დეტალი არ ზუსტდება. ვიდეოს ბოლოს ჩნდება წარწერა, რომელიც ავტომოყვარულებს ამცნობს, რომ კროსოვერი „იმდენად ჩუმი იქნება, გარემოს საერთოდ არ შეაწუხებს.“