LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ჯეი ლოს გარნერის რისხვა არ ასცდება“ – ბენ აფლეკის 10 წლის შვილი „ლამბორგინის“ საჭესთან დაჯდა და წინ მდგომ მანქანას შეეჯახა

16092
Untitleddfg

ბენ აფლეკმა და ჯენიფერ ლოპესმა 10 წლის სემუელის გასეირნება მზიან ლოს-ანჯელესში გადაწყვიტეს. „ბენიფერი“ და ბენის ვაჟი ავტომობილების ცენტრს ესტუმრნენ. აფლეკმა შვილის გახარება გადაწყვიტა და სემს ყვითელი „ლამბორგინის“ საჭესთან დაჯდომის უფლება მისცა. გამოუცდელმა „მძღოლმა“ მანქანა დაქოქა და მუხრუჭს ფეხი აუშვა, შედეგად „ლამბორგინი“ წინ მდგომ BMW-ს მარკის ავტომობილს შეეჯახა, საბედნიეროდ არავინ დაშავებულა. აღსანიშნავია, რომ მანქანაში ჯეი ლოც იჯდა.

ფოტოებში ანერვიულებული ბენი ჩანს, ის პერსონალს საკმაოდ ემოციურად ესაუბრება, თუმცა როგორც ინსაიდერები აცხადებენ, მისი დამშვიდება ჯენიფერ ლოპესმა შესანიშნავად მოახერხა.

„ჯეი ლოს გარნერის რისხვა არ ასცდება“, „ჯენიფერ გარნერი მათ ბავშვს აღარ ანდობს“, „როგორ მისცა 10 წლის ბავშვს მანქანის მართვის უფლება“, – წერენ კომენტარებში.

ბენ აფლეკი ყოფილ მეუღლეს საქმეებს ურჩევს? – პაპარაცული ფოტოები

ფოტო: როცა ქალი ჭეშმარიტად გიყვარს, ცრემლები სათაკილო არ არის! – ბენ აფლეკი ჯეი ლოს სცენაზე ცქერის დროს ატირდა

ფოტო: ,,ერთმანეთი დაიბედეს” – ბენ აფლეკი და ჯეილ ლო ბედობას საყიდლებზე გადაიღეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები