LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ჯეიმს ბონდის ავტომობილს ფარების ნაცვლად ტყვიამფრქვევი ექნება

67
car-james-bond-news233233

ქსელში ბონდიანას 25–ე ფილმის თიზერი გავრცელდა. ახალ ნაწილს „სიკვდილის დრო არ არის“ დაარქვეს და ის ტრადიციულად ბევრი – ტრიუკით, დევნით, სროლითა და ბონდის ძვირფასი ავტომობილებითაა სავსე.

ვიდეო რგოლში რამდენიმე წამით შელახული Aston Martin–იც ჩნდება. ავტომობილს ფარების ნაცვლად ტყვიამფრქვევები აქვს, რაც ნამდვილად აგენტი 007–ის სტილშია.

გავრცლეებული ინფორმაციით, ახალ ფილმში ჯეიმს ბონდს ელექტრონული Aston Martin Rapide E და კლასიკური Aston Martin V8 Vantage ეყოლება. ეკრანზე DB5-ისა და Valhalla–ს გამოჩენაც იგეგმება.

ანტიგმირებს კი ახალი თაობის Land Rover Defender ერგოთ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები