ჯიუტად უნდა ვიდგეთ რუსთაველზე, არცერთი სიტყვა არ უნდა შევარჩინოთ, – აღნიშნულის შესახებ მსახიობმა კახა გოგიძემ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.
„მათი რიტორიკა და ხელისუფლება რაზე ზის, აბა რუსეთს ვეომოთ, ჩვენი ხომ ჯარი არ გვყავს, ჩვენ ხომ ომი არ შეგვიძლია, ჩვენ ტაშ-ფანდური შეგვიძლია მარტო. მოუსმინეთ, იგივე პოზნერს, რომელიც ამბობს, მათ უნდა იცეკვონ, გაგვართონ, ხაჭაპური უნდა გამოგვიცხონ.
ეს ჯაყოს ხიზნებიც მათი იდეოლოგიის გამგრძელებლები არიან. მე არ მიკვირს არაფერი, რასაც ისინი ლაპარაკობენ. მე მათი მიკვირს, ტელევიზორებთან რომ სხედან, გვიყურებენ და ჩვენ გვლანძღავენ. მათ შვილებს რომ წაიყვანენ ომში რუსები, მათ მხარეს საომრად და ხორცად გაიმეტებენ, მაშინ უნდა იცოდნენ, რომ მათი სიჩუმის და მათი ბრალი იქნება ეს.
გულისამრევ მარაზმთან, ჯაყოს ხიზნებთან გვაქვს საქმე. ჯიუტად უნდა ვიდგეთ რუსთაველზე, არცერთი სიტყვა არ უნდა შევარჩინოთ და როდესაც ესენი დასრულდებიან, უმკაცრესად უნდა დაისაჯონ“,- განაცხადა გოგიძემ.