LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ჯო ბაიდენი კოლორადოში გამართულ ღონისძიებაზე წაიქცა

237
fot (1)

აშშ-ის პრეზიდენტი კოლორადოში გამართულ ღონისძიებაზე წაბორძიკდა და წაიქცა.

ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ჯო ბაიდენი კოლორადოში აშშ-ის საჰაერო ძალების აკადემიის გამოსაშვებ ცერემონიალს ესწრებოდა. პრეზიდენტს წამოდგომაში საჰაერო ძალების წარმომადგენლები დაეხმარნენ.

მათივე ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი დაახლოებით საათ-ნახევრის განმავლობაში ფეხზე იდგა, რათა ყველა კურსდამთავრებულისთვის ხელი ჩამოერთმია.

როგორც თეთრ სახლში განმარტავენ, პრეზიდენტმა ქვიშის ტომარას წამოჰკრა ფეხი. მათივე ცნობით, ჯო ბაიდენი თავს კარგად გრძნობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g