„ქართული ხმების“ წევრი, კახა გრიგალაშვილი „ღამის პრაიმ ტაიმს“ ქალიშვილთან, ანა გრიგალაშვილთან ერთად ესტუმრა.
ანამ საოპერო კარიერა აირჩია და მაესტრო პაატა სვანიძესთან ერთად სიმღერა შეასრულა. ეს მისი პირველი გამოჩენა იყო ტელევიზიით მომღერლის ამპლუაში, თუმცა მამას თავიდან არ სჯეროდა მისი ნიჭის და შვილს უსმენოს ეძახდა.