LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: კახა კინწურაშვილის ემოციური გამოხმაურება ევროკომისიის დასკვნაზე – „ის, რომ ევროკავშირის კარი გაიღო იმ ადამიანების დამსახურება, ვინც რეალურად მოიპოვა საქართველოს დამოუკიდებლობა.. ის, რომ ვერ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა“

15901
BeFunky-collage (1)

ტელეკომპანია „იმედის“ „დილის შოუს“ ეთერში, წამყვანი კახა კინწურაშვილი გუშინ, 17 ივნისს, ევროკომისიის მიერ მიღებულ დასკვნას გამოეხმაურა. მან უკრაინელ და მოლდაველ ხალხს ისტორიული გამარჯვება მიულოცა და საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა.

მიენიჭოს უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი – ევროკომისიის რეკომენდაცია ცნობილია

ევროკომისია საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას მხარს ამ ეტაპზე არ უჭერს – “წევრობის საკითხს პირობების შესრულების შემდეგ დავუბრუნდებით“

“ის, რომ ევროკავშირის კარი გაიღო ეს რეალურად არის იმ ადამიანების დამსახურება, ვინც რეალურად მოიპოვა საქართველოს დამოუკიდებლობა, ვის სახელთანაც ასოცირებულია 9 აპრილი, ვინც 30 წლის განმავლობაში შეეცადა საბჭოთა მენტალიტეტის მოშორება, ადამიანების გვერდზე დგომა, საერთო ღირებულებების გარშემო გაერთიანება..

ხოლო ის, რაც წერია, დანარჩენი პირობები და ის, რომ ვერ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი ამ ეტაპზე, ეს მხოლოდ და მხოლოდ, ჩემი აზრით, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.. ასე რომ, არაუშავს, ყველაფერი წინ არის, ფარდა ახდილია და უკეთესი მომავლის იმედი ყოველთვის გვაქვს”, – თქვა კახა კინწურაშვილმა.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g