LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „კარადაში ვიკეტებოდი ხოლმე და ჩემს თავს ვეხუტებოდი…ბავშვებთან თამაში არ შემეძლო“ – მარიამ კვარაცხელია განვლილ რთულ პერიოდზე

103
2026-05-26_02-10-00_435356

ინფლუენსერი და ხელოვანი, მარიამ კვარაცხელია (ტონკო) გადაცემის „შენი ამბავი თაიასთან“ სტუმარია, რომლის ეთერშიც საკუთარი ცხოვრებისა და გამოვლილი სირთულეების შესახებ გვიყვება.

როგორც მარიამი მაყურებელს უყვება, მას აუტისტური სპექტრი ჰქონდა.

„უბრალოდ მინდა მშვიდად და საყვარელ ადამიანებთან ერთად ვიყო. ბავშვობიდან მუდამ გარშემო მყოფ ადამიანებზე ვზრუნავ. გავაცნობიერე მალევე რომ ჩვეულებრივი ბავშვი არ ვიყავი. სახლიდან არ გავდიოდი, მაგიდის ქვეშ ვიყავი დამალული. ბავშვებთან თამაში არ შემეძლო, ცუდად ვხდებოდი. ეს 20 წლამდე გამყვა. სტუმრად სიარული არ შემეძლო. საშინელი ნერვიულობა მეწყებოდა უცხო ადამიანის დანახვაზე. სულ ვხატავდი და ვძერწავდი. 13 წლამდე მეგობარი საერთოდ არ მყოლია.

დედაჩემი ექიმი იყო და ფსიქოლოგთან დავყავდი. მაშინ უკვე იცოდნენ, რომ აუტისტური სპექტრი მქონდა. ყველა ეუბნებოდა დედას, რომ მათ გამაფუჭეს. დიდხანს ვერ ვლაპარაკობდი. სკოლაშიც ჩემი თავი ჩაწყობით მიაღებინეს. დედა იტყუებოდა, რომ ავად არისო. თვეები ვიწექი და საწოლში მოჰქონდათ ფანქრები და პასტელები.

ჩემთან სახლში ამ ამბავს მალავდნენ. 15 წლის ვიყავი, როდესაც დედა გარდაიცვალა. ძალიან მიჭირდა. დედას ეგონა, რომ მის გარეშე ვერ გადავრჩებოდი. სულ მეუბნებოდა, რომ უნდა გადავრჩენილიყავი. მე არ ვიცოდი, რომ დედა ავად იყო. მითხრა: უნდა გადარჩე და იბრძოლოო. გარეთ გავვარდი და ვიტირე. პირველად წავედი სამარშრუტო ტაქსით და მთელი გზა ვტიროდი. დილით მეგონა სახლში მოჰყავდათ და თურმე გარდაიცვალა.

ჩემს თავზე მეტად დედაჩემი მეცოდებოდა. ღამე მქონდა შეგრძნება, რომ მე დედაჩემი ვარ. რას გრძნობდა ბოლო მომენტში. შემდეგ მქონდა ტირილი და გადაბჟირება. კარადაში ვიკეტებოდი ხოლმე და ჩემს თავს ვეხუტებოდი. სასაფლაოზეც ვიპარებოდი და ერთხელ ღამეც გავათენე. დედას ახლა რომ ვენახე, ალბათ იამაყებდა ჩემით“, – საუბრობს მარიამ კვარაცხელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g