იუმორისტული გადაცემა „პა-სეანსის” მსახიობი, ლევან ლელაშვილი გადაცემა „პრაიმშოუს” სტუმარი იყო, სადაც ძველი დრო და ისტორიები გაიხსენა.
„თეატრში მსახიობს მამა გარდაეცვალა და ყველანი წავედით პანაშვიდზე. როდესაც დაგვინახეს, ატყდა სიცილი, ჭირისუფალს მუცლები ხელით ეჭირათ.
ხალხში იმდენად დადებით ემოციას ვიწვევდით, პანაშვიდზე თუ მივდიოდით იქაც სიცილით გვხვდებოდნენ”, – ამბობს ლევან ლელაშვილი.