ინტერნეტში ვრცელდება კადრები, რომლებიც გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეების კონცერტზეა გადაღებული. როცა ლუკა მღერის სიმღერას „შენ რა იცი ძვირფასო“, ერთ-ერთი წყვილი თავის ყველაზე ბედნიერ წუთებს განიცდის – ბიჭი ხელს სთხოვს გოგონას. სხვათა შორის, თავად ლუკაც ამ ფაქტით გაკვირვებული ჩანს, რადგან მისთვისაც სიურპრიზი აღმოჩნდა, რომ მის კონცერტზე გოგონას ხელი სთხოვეს.
„აპლოდისმენტები, გილოცავთ, თქვენ გეძღვნებათ ეს სიმღერა მეგობრებო, ასე გამოვიდა…“, აღნიშნავს ლუკა ჭოხონელიძე.
