დეკანოზი გიორგი მამალაძე „მთავარი არხის“ ეთერში ყოველდღიურ ცხოვრებასა და ჯანმრთელობაზე საუბრობს.
მისივე თქმით, მას ხერხემლის რთული ოპერაცია სჭირდება.
„ხერხემლის ძალიან რთული ოპერაცია მჭირდება…დღეის მდგომარეობით უკეთესად ვარ. ადრე ეტლში ჯდომაც არ შემეძლო. ნაქირავებში ვცხოვრობთ, ამ ეტაპზე ჩემი მეუღლე მუშაობს. მამა პენსიონერია, დედაც მუშაობს და ასე ვართ. ჩვენ არაფრის გვრცხვენია და არაფერი გვეთაკილება“, – ამბობს დეკანოზი გიორგი მამალაძე.