პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა როგორც ერთერთი კომენტარის მიცემისგან გამოჩნდა, მწერების მოკვლის წინააღმდეგია. ბუნებაში ერთ-ერთი საკითხის კომენტირებისას აღმოჩნდა, რომ პერანგზე ობობა ჰყავდა.
„პერანგზე ობობა გაქვთ“, ეუბნება კუჭავას ჟურნალისტი და პარლამენტის თავმჯდომარეს მწერი მოაშორა.
„არა უშავს, ხომ არ მოკალით“? – კითხულობს კუჭავა, რაზეც ჟურნალისტი პასუხობს, რომ არა.
სოციალურ ქსელში მომხდარი მალევე აიტაცეს.
„კაცს სპაიდერმენობა უნდა, არ დაღუპო“.
„ერთი სპაიდერმენი არ გვაწყენდა პარლამენტში“.
„ფული იცის“.
„რა კეთილია, სამაგიეროდ მაფიის ლიდერია“.
„ობობა კი არა გადაცმული აგენტი იყო, რატომ მოკალით.“ – წერენ სოციალურ ქსელში.
