LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „კიდევ უნდა „დაგვაბოლონ“, კაცო? ხომ წავიდა წინა მთავრობა მშვიდად, წყნარად, წადით ახლა თქვენც, გეყოფათ“ – ია ფარულავა ხელისუფლებას

217
ია ფარულავა

28 ოქტომბერს, პარლამენტთან გამართულ აქციას, რომელზეც მოქალაქეებმა საპარლამენტო არჩევნების შედეგები გააპროტესტეს, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი, საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები ესწრებოდნენ.

მათ შორის იყო მსახიობი ია ფარულავაც, რომელმაც მედიასაშუალებებთან აღნიშნა, რომ ხელისუფლების ტყუილების არავის სჯერა. ამასთან, სოციალურ პლატფორმა „ტიკ-ტოკზე“ გავრცელდა ია ფარულავას მიმართვა, რომელშიც ის „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებიდან წასვლისკენ მოუწოდებს:

„ბოლო შანსია, მთავრობამ დაინახოს, რომ ასე ტოტალურად გააყალბო არჩევნები – არის აბსოლუტური სირცხვილი. სულ რომ არაფერი ვთქვათ, შევხედოთ, რა ხმები მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისგან.

ესე იგი, რა ხდება? კიდევ უნდა „დაგვაბოლონ“, კაცო? აღარ გვინდა, წადით, ხომ წავიდა წინა მთავრობა მშვიდად, წყნარად, წადით ახლა თქვენც, გეყოფათ „გულავი“, იშოვეთ ფული, მოაჯექით პოზიციებს, გაძეხით, გამდიდრდით, წადით“, – ამბობს ია ფარულავა ვიდეომიმართვაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g