დღეს, „რუსთავი 2“-ის ეთერში, „საქართველოს ხმა“ კონკურსში დარჩენილი 14 მონაწილის დუელებს შემოგვთავაზებს, 14-დან კონკურსში მხოლოდ შვიდი მათგანი დარჩენა და „ოქროს ბილეთების“ მფლობელ სამ მონაწილესთან ერთად ფინალურ ათეულს შექმნის.
დუეტების დუელის მონაწილეები არიან გიორგი ჭიალაშვილი და სერგი როსტომაშვილი, რომლებიც ბენდის თანხლებით შეასრულებენ გოგი დოლიძის სიმღერას „კიდევაც დაიზრდებიან“.