LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „კითხვის დასმის შესაძლებლობას რომ არ გვაძლევ დარბაზში, მაგიტომ ხარ მშიშარა… ჩამოდი და კითხვებზე მიპასუხე“ – ანა წითლიძე მამუკა მდინარაძეს

153
Untitled design (39)

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა სხდომათა დარბაზი რამდენიმე დეპუტატს, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ანა წითლიძეს დაატოვებინა.

„სიტყვები შეარჩიე მშიშარა! ჩამოდი და კითხვებზე მიპასუხე! – გაიპარე, რა მაგარი ხარ! – მიმართა პარლამენტის დერეფანში ანა წითლიძემ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს მას შემდეგ, რაც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ მას სხდომათა დარბაზი დაატოვებინა.

„კითხვებზე მიპასუხე“, – უთხრა წითლიძემ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, რაზედაც მამუკა მდინარაძემ უპასუხა: „მერე, მერე“

„მერე როდის, დარბაზიდან რომ გამომაგდებ, მერე რომ დადგები და პასუხს გასცემ? მაგიტომ ხართ მშიშრები, კითხვის დასმის შესაძლებლობას რომ არ გვაძლევ დარბაზში, მაგიტომ ხარ მშიშარა. ჩამოდი და კითხვებზე მიპასუხე“, – მიმართა ანა წითლიძემ, რაზეც მამუკამ მდინარაძემ უპასუხა – „სიტყვები შეარჩიე“.

„რას იჯღანები?“ – სალომე სამადაშვილის მიმართვა და მამუკა მდინარაძის პასუხი: „მე მომმართავ? თქვენ გკითხოთ, გავიცინებ თუ არა სისულელეებზე?“

ვიდეო: მაჭარაშვილმა ვაშაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა – ხმაური და დაპირისპირება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე

magti 5g